ქეთევან ციხელაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

23 თებერვალი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ძი იანჩს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო. ასევე, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების მდგომარეობა. ისაუბრა მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს  საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის პრინციპების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. დეტალურად მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა და ხაზი გაუსვა ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის  გეგმებიც დასახეს.