ლაშა დარსალია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

1 მარტი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ცხინვალში საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხს შეეხებოდა.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა და მათი რეკომენდაციები მოისმინა.

„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით, რა მიმართულებით შეიძლება გადადგას ნაბიჯები  სახელმწიფომ და მთლიანად საზოგადოებამ. ამ მძიმე მდგომარეობაში საზოგადოების კონსოლიდირება და ერთიანი პოზიციის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო. ის, რაც არასამთავრობო სექტორისაგან მოვისმინეთ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა“,  - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.