შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის მილოცვა

8 მარტი 2018
"თითოეულ ქალს საქართველოში, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, მინდა მოგილოცოთ 8 მარტი და გისურვოთ ბედნიერი, სიხარულით სავსე, ლაღი ცხოვრება მშვიდ და გამთლიანებულ საქართველოში. 

„ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ქალებს, რომლებიც არიან სიძლიერის, გამძლეობისა და სიმტკიცის მაგალითნი, რადგან ისინი ყოველდღიურად უამრავ გამოწვევას უმკლავდებიან, უამრავ სირთულეს ლახავენ და ამის მიუხედავად ახერხებენ იყვნენ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები, იყვნენ ნაყოფიერნი თავიანთ საქმეში, იბრძოლონ უკეთესი მომავლისათვის  და გაზარდონ ღირსეული შვილები.

„8 მარტს ასევე ვულოცავ გალსა და ახალგორში მცხოვრებ ქალებს, დედებს, პედაგოგებს, რომლებიც განსაკუთრებული წნეხის ქვეშ იმყოფებიან  და მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ეს ადამიანები ჩვენი დროის გმირები არიან. მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ და ვუთხრა - ჩვენ თქვენ გვერდით ვართ.“

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი