ქეთევან ციხელაშვილი: „მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავთ, გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს“

31 მარტი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს.

„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ძვირფასო მეგობრებო. გისურვებთ მშვიდობას,  ჯანმრთლეობასა და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას. ეს დღე თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს.

„დღეს ორმაგად სასიხარულო დღეა, ვინაიდან აღდგომას, სხვა აღმსარებლობის მიმდევრებთან ერთად,  ზეიმობენ ჩვენი კათოლიკე თანამოქალაქეები და სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი. ვუერთდები თქვენს ზეიმს. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაკავშირებს კათოლიკურ სამყაროსთან. ასწლეულებს ითვლის ქართველთა და სომეხთა მეგობრობაც. მართლმადიდებე
ლი ეკლესიის ურთიერთობა  როგორც კათოლიკურ, ისე სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან, საქართველოს  ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი სიძლიერე, საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა რწმენისა და რელიგიის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება იყო და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება  “, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.