შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სურბ ხაჩ ახალქალაქის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.
“ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ და ამ სიხარულს ვიზიარებ. ასევე მინდა გადმოგცეთ სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის გულითადი მილოცვა. დღეს ჩვენი თანამოქალაქეები, სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი ამ ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს და თქვენს ზეიმს ჩვენც ვუერთდებით.
„სრულიად სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია ჩვენი მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ქვეყნის, ქართული მრავალფეროვანი კულტურის განუყოფელი ნაწილია, რაც თავის მხრივ არის კიდევ ერთი გარანტი ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და წარმატებისა. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოში მცხოვრები სომხური თემის თვითმყოფადობის, კულტურის, ენისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად ", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღდგომა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სათხის წმინდა ნერსესის ეკლესიაში შეკრებილ მრევლსაც მიულოცა.