შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ბოშებს ბოშათა საერთაშორისო დღეს ულოცავს:
„ჩვენს ბოშა თანამოქალაქეებს ვულოცავ ბოშათა საერთაშორისო დღეს. ვისურვებდი მშვიდობა, ბედნიერება და კეთილდღეობა იყოს როგორც თქვენს ოჯახებში, ისე ჩვენს საერთო სამშობლოში.
„ყველამ ვიცით, რომ ბოშები უნიკალური კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების მქონე, მშვიდობისმოყვარე ხალხია, რომელიც იმსახურებს ღორსეულ და თანასწორუფლებიან გარემოში ცხოვრებას საქართველოს ყველა სხვა მოქალაქესთან ერთად. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისათვის, რომ თითოეული ბოშას უფლებები დაცული იყოს და მათ ქვეყნის ცხოვრების ნებისმიერ სფეროში თანაბრად ჩართვის საშუალება ჰქონდეთ.“