შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს ჩარშამა სარსალეს დღესასწაულს ულოცავს.
„მინდა მოგილოცოთ ეს უძველესი დღესასწაული - ჩარშამა სარსალე, რომელიც ახალი წლისა და ახალი სიცოცხლის დაწყებას მოასწავებს. ამ დღესასწაულთან ერთად შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში სიკეთე, ხვავი და ბარაქა. ჩვენ ყველას ერთი რამ გვინდა - მშვიდობა საერთო სამშობლოში, საქართველოში. დაე ეს დღე ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ჩარშამა სარსალე ეზიდთა უმთავრესი დღესასწაულია და ახალი წლის დადგომას აღნიშნავს. იგი განახლების, გაზაფხულის დადგომისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. დღესასწაული სათავეს შუამდინარეთის კულტებიდან იღებს.