ქეთევან ციხელაშვილი ნილს სკოტსა და იოჰანეს ვან დერ კლაუსს შეხვდა

20 აპრილი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  ხელმძღვანელს ნილს სკოტსა და ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვან დერ კლაუსს შეხვდა.

შეხვედაზე განიხილეს ახალი სამშვიდობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ . სახელმიფო მინისტრმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თითოეულ იმ მიმართულებაზე, რომელთაც ინიციატივა გულისხმობს. 

საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებს.

ხაზი გაესვა თანამშრომლობის  გაგრძელებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯებიც დასახეს.