გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

25 აპრილი 2018
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი, რიგით 55-ე შეხვედრა გაიმართა. განხილვის მთავარი თემა 2016 წლის 19 მაისს,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იყო. ქართულმა მხარემ მოითხოვა  დამნაშავის - რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა.

საუბარი შეეხო ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხს. ქართულმა მხარემ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ აუცილებელია აღნიშნული პირების უმოკლეს ვადებში გათავისუფლება.

განხილულ თემებს შორის ასევე იყო   ბოლო  შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიეზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ დაფიქსირებული ინციდენტები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 18 მაისს გაიმართება.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ როგროც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.  

აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა  წარმოადგენს.  

IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.