ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა

27 აპრილი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის გზები და პერსპექტივები საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივების „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში.

საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას, რომელიც  საზოგადოებრივი დიალოგის და ნდობის მშენებლობის მხარდაჭერისაკენაა მიმართული.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა  ღია და მკაფიო  მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. მათ  შერიგების და ნდობის აღდგენის პროექტების მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.