ქეთევან ციხელაშვილი ფინეთის ელჩს შეხვდა

18 მაისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ფინეთის ელჩთან არია მაკონენთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ახალ სამშვიდობო  ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“  იმსჯელეს.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს მიმდინარე ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია და ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი პროცედურები მიმოიხილა. საუბარი შეეხო პროცესში ფინეთის საელჩოს ჩართულობის შესაძლებლობას.

მხარეებმა  სამომავლო გეგმებიც დასახეს. აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებისა დაგაღრმავების მნიშვნელობა.