გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

19 მაისი 2018

"გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მიუხედავად საქართველოს თუ საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი და შეუჩერებელი ძაალისხმევისა, მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

"ორი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რამაც სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი შეძრა.რთულია რამის თქმა, რაც ტკივილს შეუმსუბუქებს შვილმკვდარ მშობლებს, ქალბატონ ჯულიეტას და ბატონ ზურაბს, ნინოს, რომელმაც ღირსეული მეუღლე დაკარგა, ქეთის და აკაკის, ულამაზეს და უნიჭიერეს ბავშვებს, რომლებიც ობლად დარჩენისათვის გაიმეტეს.

"გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მიუხედავად საქართველოს თუ საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი და შეუჩერებელი ძაალისხმევისა, მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე; იმ სისასტიკისა და უსამართლობის, რამაც დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის და მანამდე უამრავი ჩვენი რჩეული ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

"ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ ან მოვდუნდეთ. ეს საკითხი იქნება მთავარი ყველა ფორმატში, ყველა შესაძლებლობისას, ყოველდღიურად, ვიდრე სამართალი აღსრულდება და მკვლელი სათანადოდ დაისჯება. ხოლო იმისთვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს, აღარ წაგვართვან ჩვენი გმირები და არ დააობლონ ოჯახები, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა ოკუპაციის დასრულებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის"- აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი.

დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე იმყოფებოდა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ  2016 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფულების აღკვეთა მიუსაჯა.


ქეთევან ციხელაშვილი