გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 56-ე შეხვედრა გაიმართა. განხილვის მთავარი თემა კვლავ გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება იყო. ქართულმა მხარემ მისი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის გადმოცემა მოითხოვა.
საუბარი აგრეთვე შეეხო ბოლო შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინცინდენტებს. ყურადღება გამახვილდა საქართველო მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება.