ქეთევან ციხელაშვფილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

21 მაისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ტოივო კლაარს შეხვდა.  შეხვედრაზე განიხილეს ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ და მის ფარგლებში დაგეგმილი ნაბიჯებზე იმსჯელეს.

საუბარი აგრეთვე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ დროისათვის არსებულ სიტუაციას. სახელმწიფო მინისტრმა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა, რაც გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ექმნება. დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.

შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაც მიმოიხილეს. ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას და აღნიშნული ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის აუცილებლობას.

აღინიშნა ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის    განსაკუთრებული როლი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დაისახა.