შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე, ხვალ
საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი გამართულ ცენტრალურ ღონისძიებებში შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების - ქარელის, კასპისა და გორის რაიონის გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ოცი უფროსკლასელი მიიღებს მონაწილეობას.
მოსწავლეები თავისუფლების მოედანზე წვევამდელების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრებიან. დაგეგმილია მათი გაცნობითი შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან.
ახალგაზრდები მინისტრთან ერთად ეწვევიან საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილ ქართული დიპლომატიის ისტორიის ექსპოზიციას და შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს. აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების მიერ მოწყობილ ღონისძიებებში.