შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.
„ძალიან ვწუხვარ და დიდი გულისტკივილით ვუთანაგრძნობ ოთხოზორიების ოჯახს, გიგას მამის, ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. ის წავიდა შვილის დაკარგვით გამოწვეული უდიდესი და მოუშუშებელი ტკივილით, გიგას ცივსისხლიანი მკვლელობიდან ორი წლის შემდგომ.
„საუბედუროდ, ვერ მოესწრო შვილის მკვლელის დასჯას, რადგან სამართლის აღსრულებას დღემდე ხელს უშლის ჩვენი დროის ყველაზე დიდი უსამართლობა - საოკუპაციო რეჟიმი. არ მოვადუნებთ ძალისხმევას, ვიდრე სამართალი აღსრულდება და მკვლელი დაისჯება, და აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს მშვიდობიან და სამართლიან ბრძოლას ოკუპაციის დასრულებისთვის.
„ამ მძიმე წუთებში კი გამძლეობას ვუსურვებ ქალბატონ ჯულიეტას, რომელმაც მეუღლე დაკარგა, მის ოჯახსა და ახლობლებს“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.