გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 57-ე შეხვედრა ჩაიშალა

28 ივნისი 2018
27 ივნისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 57-ე შეხვედრა გაიმართა. ქართულმა მხარემ მთავარ თემად  სოფელ ხურჩაში, ორი წლის წინ მოკლული გიგა ოთხოზორიას საკითხი დააყენა, რაც აფხაზური მხარისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვეს.

პასუხად, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცალსახად განმარტეს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იქნება  უპირველესი თემა მანამ, სანამ დამნაშავე არ დაისჯება. ამის შემდეგ კი  აფხაზურმა მხარემ შეხვედრა დატოვა.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის განახლდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალში.