ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩთან მარტინა ქუიქთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნა შვედეთის გამორჩეული წვლილი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში.
 
ქეთევან ციხელაშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივისადმი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შვედეთის სამეფოსა და პირადად ელჩის მიერ დაფიქსირებული მტკიცე მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრს მარტინა ქიუქმა ღია და კოორდინირებული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის სამეფოს მზაობა გვერდით დაუდგეს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. სახელმწიფო მინისტრმა მარტინა ქუიქს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.