შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტომაშ პერნიცკისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შორის არსებული ორმხრივი, მეგობრული ურთიერთობები. ხაზი გაესვა სამომავლოდ მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობას.
ტომაშ პერნიცკიმ ჩეხეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
სახელმწიფო მინისტრს სტუმარმა ღია და კოორდინირებული თანამშრომლობისათვის, ასევე საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალ საქმიანობაში ერთმანეთს წარმატება უსურვეს.