ევროკავშირი კიდევ ერთხელ სრულ მხარდაჭერას უცხდებს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას ნაბიჯი ,,უკეთესი მომავლისკენ”

4 სექტემბერი 2018
ევროკავშირი კიდევ ერთხელ სრულ მხარდაჭერას უცხდებს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ამ პროგრამის იმპლემენტაცია, დღეს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ბრიუსელში თომას მაირ-ჰარტინგს ესაუბრა.

ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველმა დირექტორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებაში აქტიური როლი ითამაშოს.

ხვალ კი ქეთევან ციხელაშვილი ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიას გახსნის, რომელიც მთლიანად კონფლიქტზე საუბარს დაეთმობა.

სახელმწიფო მინისტრი შეხვედრას გამართავს აგრეთვე გენერალური მდივნის მოადგილესთან. საუბრის მთავარი თემები კომისიის სხდომაზეც და ორმხრივი შეხვედრების დროსაც საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იქნება, მათ შორის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები და ხელოვნური ბარიკადებით დაყოფილ ადამიანებს შორის ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის საკითხი.