„როშ ჰაშანა“-ს მილოცვა ებრაელ ხალხს

10 სექტემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს "როშ ჰაშანა"-ს დღესასწაულს ულოცავს.

„ძვირფას ებრაელ თანამოქალაქეებს ვულოცავ „როშ ჰაშანა“-ს დღესასწაულს, რომელიც ახალი წლის დადგომას მოასწავებს.  დაე ეს დღესასწაული იყოს მომტანი სიკეთის, სიუხვისა და წარმატების თითოეული თქვენგანის ოჯახებისა და სრულიად საქართველოსთვის. ვუერთდები თქვენს ზეიმს და სიამაყით აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს“- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

"როშ ჰაშანა"-ს დღესასწაული მოძრავია და წელს 10-11 სექტემბერს აღინიშნება. თორის მიხედვით უფალმა ამ დღეს ადამიანი შექმნა. ის აღნიშნავს ახალი წლის დასაწყისსა და ძველის დამთავრებას.