ევროკავშირი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში რუსეთის სამხედროების უკანონოდ ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შემდგომი ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ევროკავშირი გმობს ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებას, როგორიც არის საქართველოს რეგიონის „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო ფორმირებების რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში გაერთიანება.
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმება და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნულ რეგიონებში.
ევროკავშირი აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებით.
ევროკავშირი მოითხოვს სათანადო გამოძიება ჩატარდეს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. დაუსჯელობა იწვევს ღრმა შეშფოთებას. ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერებით და სხვა მრავალი დარღვევით."
ევროკავშირი ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".
"ამ 10 წლის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა ინსტიტუტები და განახორციელა დემოკრატიული რეფორმებისტაბილურობის გაძლიერების კუთხით. ევროკავშირი მიესალმება შეთავაზებების პაკეტს “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც სარგებელს მოუტანს ადმინისტრატიული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას."