ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა

14 სექტემბერი 2018
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა ჩაიშალა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა  დღის წესრიგიდან დავით ბაშარულისა და არჩილ ტატუნაშვილის საქმის ამოღება მოითხოვეს, რაზეც ქართულმა მხარემ ცალსახა პოზიცია დააფიქსირა - რომ დავით ბაშარულის საქმე, ისევე როგორც ტატუნაშვილის საქმე იქნება დღის წესრიგში მანამ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან. 

სწორედ აღნიშნული განცხადების შემდეგ დატოვეს ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა. ამ დროისთვის უცნობია როდის გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა.