შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გაეროს მუდმივი კოორდინატორსა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელთან საქართველოში, ნილს სკოტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის საქმიანობა მიმოიხილეს. ხაზი გაესვა გაეროს განვითარების პროგრამის მნიშვნელობას.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სამშვიდობო, ნდობის მშენებლობის პროცესის, ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობისა და ადგილზე მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისთვის იმ პროექტებს, რომელთაც გაერო ახორციელებს, დიდი მნიშვნელობა აქვს.
სახელმწიფო მინისტრს სტუმარმა მხარდაჭერისათვის, ღია და კოორდინირებული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალ საქმიანობაში ერთმანეთს წარმატება უსურვეს.