შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბრიტანელი დეპუტატს, მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ჩრდილოვან მინისტრს ფაბიან ჰამილტონსა და ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის აღმასრულებელ თავმჯდომარეს ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსსა შეხვდა და მათ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასა და იმ მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებზეც აპარატი მუშაობს.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. სახელმწიფო მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები დგანან. ისაუბრა გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მხრივ შექმნილ სიტუაციაზე.
სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკით. ქეთევან ციხელაშვილმა მათ აღნიშნული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და მიმოიხილა მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
სახელმწიფო მინისტრმა ბრიტანელ სტუმრებს საქართველოს ერთიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.