შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წმინდა საყდრის ნუნციუსს ჟოზე აველინო ბეტენკურს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ქვეყნის სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკა გააცნო.
ნუნციუსმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ვატიკანი იზიარებს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში მის გვერდით დგას.
თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და ვატიკანს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.