ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან პასკალ მენიესთან და სენატორ პიერ ივ კოლომბასთან შეხვედრა გამართა

12 ოქტომბერი 2018
სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან პასკალ მენიესთან და სენატორ პიერ ივ კოლომბასთან შეხვედრა გამართა.

გაცნობითი სახის შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ფრანგ სტუმრებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა გააცნო და იქ ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ ესაუბრა.

საფრანგეთის ელჩსა და სენატორს ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზეც მიაწოდა ინფორმაცია. პასკალ მენიემ სახელმწიფო მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა სამშვიდობო ინიციატივაზე ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ’’  და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.