„ასეთი კონკრეტული ნაბიჯები, კონრეტული საქმეები უწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების თანანსწორობას“-ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალქალაქში იუსტიციის სახლის გახსნაზე გააკეთა, სადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა. ესაა მორიგი ნაბიჯი მთავრობის მხრიდან, როლმელიც ადასტურებს, რომ ჩვენთვის ძალიან მაღალი პრიორიტეტია მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოელი მოქალაქე ჩართული იყოს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა სიკეთესა და სერვისზე ჰქონდეს წვდომა. აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო ინტეგრაცია, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობის პრინციპზე. ასეთი კონკრეტული ნაბიჯები, კონრეტული საქმეები უწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების თანანსწორობას,“ - განაცხადა სახელწიფო მინისტრმა.
სტუმრებს შორის იყო სომხეთის იუსტიციის მინისტრი. ახალქალაქის იუსტიციის სახლი ბორჯომისა და ახალციხის შემდეგ რიგით მესამეა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს.
იუსტიციის სახლთან ერთად ახალქალაქში ქორწინების სახლიც გაიხსნა. ამ დრომდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. ახალგახსნილი იუსტიციის სახლი 602 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად ახალქალაქში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, მოეწყო გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდა.