ერგნეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას IPRM-ს შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ

22 ოქტომბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გაეროს ქალთა ორგანიზაციას, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, სოფელ ერგნეთში,   შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  (IPRM) 2018 წლის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს IPRM-ის მიმდინარეობის შესახებ და ხაზი გაუსვეს მისი შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობას.

„მსგავსი შეხვედრები პერიოდულად ტარდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.  მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაცია მივაწოდეთ IPRM-ს მიმდინარეობის შესახებ -თუ რა ეტაპზე ვართ და რა საკითხები განიხილება ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით. მათ ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი,“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი საქმიანობით აღნიშნული პროექტი უკვე ორი წელია მიმდინარეობს.