შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს ლია გიგაური დაიკავებს. იგი სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებზე იმუშავებს.
ლია გიგაური 2013-დან 2018 წლამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი. აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური, მენეჯერული და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სწავლობდა ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. ასევე, ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტში, მათემატიკა-ფიზიკის ფაკულტეტზე. ასპირანტურა საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტში გაიარა. არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.