ქეთევან ციხელაშვილი ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში რუდოლფ მიხალკას შეხვდა

23 ოქტომბერი 2018
სახელმწიფო მინისტრის აპარატში ქეთევან ციხელაშვილისა და რუდოლფ მიხალკას შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლიც.

ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და სახელმწიფო მინისტრი შეხვედრის დროს რამდენიმე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას შეეხნენ, მათ შორის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს.

ისაუბრეს  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  (IPRM)  ჩატარებულ შეხვედრებზე. სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა IPRM-ს მიმდინარეობის შესახებ - თუ რა ეტაპზეა პროცესი.  ხაზი გაუსვეს მისი შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობას.