27 ოქტომბერი აფხაზური ენის დაცვის დღეა

27 ოქტომბერი 2018
27 ოქტომბერი აფხაზური ენის დაცვის დღეა. სახლემწიფო მინისტრის აპარატი გილოცავთ, პირველ რიგში კი ვულოცავთ აფხაზურ საზოგადოებას.

აფხაზური ენის დაცვა საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და მასზე ზრუნვა კონსტიტუციური ვალდებულებაა. სამწუხაროდ ახლა აფხაზური ენასა და იდენტობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსიფიკაციის გამო ექმნება სერიოზული საფრთხე, ამ ფონზე მისი დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ამოცანაა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა უწყებებთან, რომ კიდევ უფრო მეტად გამყარდეს და გაფართოვდეს ენის შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობები აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში, ასევე ყველა იმ პირისთვის ვისაც სურს აფხაზური ენის შესწავლა.