ქეთევან ციხელაშვილი აშშ-ის მარშალის გერმანული ფონდის (GMF) შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივის წარმომადგენელებს შეხვდა

27 ოქტომბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აშშ-ის მარშალის გერმანული ფონდის (GMF) შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივის წარმომადგენელებს შეხვდა
 
ვიზიტის მიზანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ  სოციალური საკითხების უკეთ გაცნობა იყო, რაც ხელს შეუწყობს აშშ-სა და  ევროპის ქვეყნებში საქართველოსთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდას და ცნობადობის ამაღლებას. 

ქეთევან ციხელაშვილმა დეტალურად მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იქ მცხოვრები ადამიანებისათვის დაწესებული შეზღუდვები. ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. 

ისაუბრეს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკაზე. მის ფარგლებში დაგეგმილ და გადადგმულ ნაბიჯებზე შეხვედრაზე იმსჯელეს ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ყველა იმ შეღავათზე, რასაც იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვის ითვალისწინებს. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზეც მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრეს სამშვიდობო გეგმის განხორციელების გზებსა და პერსპექტივებზე. 

საუბარი ასევე შეეხო გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის დიალოგისა და ურთიერთობის არსებობის აუცილებლობას, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმატის შექმნისა და განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა რუსეთის დესტრუქციული ქმედებების როლი კონფლიქტის არსებობის საქმეში.