ლია გიგაურმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო ინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია წაიკითხა

12 ნოემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ტოლერნტობის კვირეულის ფარგლებში, სტუდენტების მიწვევით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე "სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა" საჯარო ლექცია წაიკითხა.

შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის 100-ზე მეტი ახალგაზრდა  ესწრებოდა ახალციხიდან და ახალქალაქიდან, ლია გიგაურმა სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც  სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის უზრუნველყოფას, ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისა და განმტკიცების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„დღეს ვისაუბრეთ ეთნიკური უნცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკის დანერგვის თაობაზე - გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. მოგეხსენებათ, სახლმწიფო პოლიტკა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით ორიენტრებულია იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანისათვის, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, შექმნას თანაბარი განვითარების პირობები, რათა თითოეული ახალგაზრდა ჩართული იყოს როგორც საზოგადოებრივ, ისე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.  

„სახელმწიფო მაქსიმალურად უჭერს მხარს მათ გააქტიურებას. ყველაზე დიდი გამოწვევის - სახელმწიფო ენის  ცოდნის გაძლიერებისათვის უკვე შემუშავებულია და ინერგება არაერთი პროგრამა და პროექტი, რაც ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს ძირეულად გადაჭრის,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.

ღონისძიებაზე მოხსენებით სამცხე-ჯავახეთის უნივერიტეტის სტუდენტებიც წარსდგნენ. საჯარო ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ უნივერსიტეტს საქართველოს ისტორიის ოთხტომეული უსახსოვრა.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.