სახელმწიფო მინისტრი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობი სწარმომადგენელ ქალბატონებს შეხვდა, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულები.
სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალბატონებმა სახელმწიფო მინისტრს და მის მოადგილეს ის გამოწვევები და პრობლემები გააცნეს რომელიც რეგიონშია.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მე ვარ ძალიან მადლიერი ამ ქალბატონებთან შეხვედრის და ყოველ ჯერზე კიდევ უფრო ამაყი ვარ იმით, თუ რამდენად მონდომებულები არიან აზერბაიჯანელი ქალები იმაში, რომ რეგიონის განვითარებაში წვლილი შეიტანონ. ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროში მუშაობენ ეს ქალები. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი საქმით უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს ჩვენი ქვეყანა არის ის ადგილი სადაც ჩვენ ყველა ვართ თანასწორი და შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით ჩავერთოთ ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში". განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შეხვედრებს აგრძლებეს.