ქეთევან ციხელაშვილმა UNICEF - ის წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილა

3 დეკემბერი 2018
სახელმწიფო მინისტრი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილის შეხვდა და მას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება დეტალურად გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხო. ქეთევან ციხელაშვილმა განსაკუთრებული ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ფაქტს  გაუსვა და აღნიშნა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია, როგორც საქართველოსთვის, ასევე ცივილიზებული სამყაროსთვის.

მხარეებმა შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.