ოკუპირებული რეგიონებში არსებული ვითარება და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - ლიკა გიგაურმა ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მსმენელებს გააცნო. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მსმენელებს დეტალურად ესაუბრა იმ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე რომელიც ოკუპირებულ რეგიონებშია. ლიკა გიგაურმა მთავრობის კონკრეტულ სამშვიდობო ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება როგორიცაა ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა და წარმოების ხელშეწყობა. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში ჩართული მსმენელების თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.