იორმუღანლოში ოჯახში ძალადობის საკითხებსა და სახელწმიფო მომსახურეობის სერვისებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

10 დეკემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, იურიდიული დახმარების სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ოჯახში ძალადობის საკითხებსა და სახელწმიფო მომსახურეობის სერვისებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრას, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა, პედაგოგები, მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახისა“ და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები დაესწრნენ. აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდა ოჯახში, ქალთა მიმართ და გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ. ისაუბრეს ქვეყნის მასშტაბით ძალადობის სტატისტიკაზე და აღნიშნეს, რომ იგი  არ არის მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების, ან ცალკეული მუნიციპალიტეტების პრობლემა.

შეხვედრის ბოლოს აქტიური დისკუსია გაიმართა. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა არაერთ შეკითხვას უპასუხეს.

კამპანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთში ტარდება. მისი პრეზენტაცია, ივლისში, წალკაში გაიმართა.