ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 90-ე შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის მიერ პირველ საკითხად დაყენებულ იქნა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი. კატეგორიულად მოითხოვეს შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემა.
ყურადღება აგრეთვე დაეთმო გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს.
მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ინციდენტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის მორიგი შეხვედრა 2019 წლის 8 თებერვალს გაიმართება.