შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შვედეთის ელჩს საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმოიხილა. ისაუბრა იმპლემენტაციის პროცესზე. სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე და ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. იმსჯელეს სამშვიდობო გეგმის განხორციელების გზებსა და პერსპექტივებზე.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მნიშვნელობა. დაისახა სამომავლო გეგმები.