შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 25 დეკემბერს მაცხოვრის შობას აღნიშნავს, დღესასწაული მიულოცა.
„დღეს, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, შობას საქართველოშიც ზეიმობენ. ვუერთდები მათ ზეიმს და ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ვისურვებდი რომ ეს დღე საყოველთაო სიყვარულის, მშვიდობისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.
„საქართველო რელიგიური მრავალფეროვნებისა და განსხვავებულისადმი პატივისცემის ქვეყანაა. აქ თითოეულ ადამიანი თავისუფალია საკუთარ აღმსარებლობაში და მათ აქვთ რწმენის გამოხატვის თავისუფლება. ეს ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი და სიმდიდრეა, რასაც ზრუნვა, მოფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.