შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და მაია ოთინაშვილის ოჯახები მოინახულა და მათ მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის ოჯახებს დღეს 2000-2000 ლარი ჩაერიცხათ. 2 000 ლარი საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლის- გიგა ოთხოზორიას ოჯახმაც მიიღო.
ქეთევან ციხელაშვილმა მაია ოთნიაშვილის ოჯახს ახალი წელი მიულოცა და მის ვაჟს, გიორგის, რომელიც წარმატებული კიკბოქსიორია, საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. შეგახსენებთ, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც მისი დედა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, გიორგიმ გორის ღია ჩემპიონატი მოიგო. ხვალ კი მას კიდევ ერთი შეჯიბრი ელის.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო არასოდეს შეწყვეტს ზრუნვას დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა თუ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახებზე. ისევე როგორც არასოდეს შეწყვეტს მუშაობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.
„ძალიან ძნელია დღეს რაიმე ვუთხრათ ტატუნაშვილებს, ბაშარულებს, ოთხოზორიებს ისეთი, რაც შეუმსუბუქებთ ოჯახის წევრის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, მაგრამ მათი ოჯახების გვერდით ვიქნებით ყოველთვის და საქართველოს მთელ მოსახლეობას ვუსურვებ, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარასოდეს განმეორებულიყოს. ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ, ეს ჩვენი ყოველდღიური სამუშაოა. მინდა იმ ათასობით ოჯახს, რომლებიც მავთულხლართების პირისპირ ცხოვრობენ, მადლობა ვუთხრა დიდი მოთმინებისათვის და დავპირდე, რომ სახელმწიფო მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს ძალისხმევას, იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანებისკენაა მიმართული ჩვენი ხალხის გაერთიანების გზით.
"ასევე მინდა ახალი წელი მივულოცო იმ ხალხს, ვინ დღეს მავთულხლართების მიღმა იმყოფება. ვიცით, რომ მათ ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ნებისმიერ სხვას. ამ პირობებში ყოფნა მძიმეა, მაგრამ ჩვენი ჩართულობის პოლიტიკით, ახალი სამშვიდობო ინიციატივებით ვეცდებით, რომ კონფლიქტის მშვიდობიან და სრულმასშტაბიან მოგვარებამდე მათაც გავუზიაროთ სიკეთეები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისათვისაა ხელმისაწვდომი”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილ