ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენისა და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების პროცედურა მარტივდება. შესაბამისი დადგენილება დღეს მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.
მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ამცნო და განაცხადა, რომ პროცედურის გამარტივებაზე უწყებები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ.
„ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ შესაძლებლობებით ისარგებლებენ, თავადაც დარწმუნდებიან, რომ პროცესი ძალიან გამარტივებული და შესაბამისად, ხელმისაწვდომია. ბუნებრივია, აღნიშნული ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ თანაბრად ისარგებლოს იმ ძალიან დიდი მონაპოვარით, რომელიც გვაქვს - ეს ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლას ეხება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგვიანებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც სულ მალე ამოქმედდება და დასძინა, რომ იგი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ თითოეულ ადამიანს - ყველას ვინც დაიბადა და ცხოვრობდა ამ ტერიტორიებზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე, ან ასეთი პირის შთამომავალია.
„პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ აქამდე არსებულ პრაქტიკასა და სამართლებრივ პროცედურებთან შედარებით, პირის იდენტობის დადგენის პროცედურა მარტივდება. მათ შორის იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მათ აქვთ ხელთ. ამისათვის პარლამენტმა შექმნა საფუძველი, როდესაც ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გვქონდა ინიცირებული.
„მეორე სიახლე კი ვადებს ეხება - მნიშვნელოვნად შემჭიდროვდა ვადები. ერთი თვის ფარლგლებში ხდება მოქალაქეობის დადგენა. თანაც, ეს უფასო პრცედურა გახლავთ. ვითვალისწინებთ იმას, რომ იქ მოსახლეობა განსაკუთრებულად რთულ პირობებში ცხოვრობს, უჭირს გადაადგილება, ხელოვნური ბრიკადები და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები აბრკოლებს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობითაც შეიძლება გაკეთდეს განაცხადი იმ პირისათვის, რომლის მონაცემებიც ელექტრონულ ბაზაში უკვე არის. ანუ, მოქალაქეობის დადგენის პროცედურისათვის პირადად გამოცხადებაც კი არ იქნება საჭირო.
„ვფიქრობ ამით ჩვენ შევასრულეთ პირობა და გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ ოკუპირებულ ტრიტორიებზე მაცხოვრებლებისათვის რეალურად გავხადოთ ხელმისაწვდომი სარგებელი, რომელიც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს აქვთ. განსაკითრები იმ პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ“, - დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.
გამარტივებული პროცედურები 2019 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.