შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გაეროს მუდმივი კოორდინატორთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში, ლუიზა ვინტონთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და იქ ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება იყო. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები. მათ შორის გადაადგილების უფლების შეზღუდვის მხრივ გართულებული მდგომარეობა.
შეხვედრაზე სამომავლო გეგმებიც დაისახა. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.