შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან საქართველოში, იოჰანეს დუმასთან, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევების დირექტორის მოადგილესთან, დასტინ გილბერტთან და CRRC-საქართველოს დირექტორთან, კობა თურმანიძესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს მათ მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს, რომელიც ხეობის საჭიროებების გამოვლენაზე იყო ორიენტირებული.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებთან დეტალურად მიმოიხილა ის ნაბიჯები, რომელთაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით დგამს. კონკრეტულად, გააცნო პანკისის ხეობის განვითარების მიზნით დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებები.
შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა სტუმრების კითხვებს უპასუხა.