შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩთან, კარლ ჰარცელთან და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელთან, ნინო ბოლქვაძესთან ერთად პანკისის ხეობას ეწვია.
სახელმწიფო მინისტრი რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა. შეხვედრები გაიმართა სოფელ ყვარელწყალში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლებთან, პანკისელ უხუცესებთან და ქალთა საბჭოს წევრებთან, აგრეთვე სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. ბოლოს კი სტუმრები სოფელ დუისში პედაგოგთა იმ ჯფუფს შეხვდნენ, რომლებიც სულ ახლახანს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბრიუსელში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
შეხვერდაზე პედაგოგებმა საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებაზე ისაუბრეს. სტუმრებმა ინფორმაცია აგრეთვე მიიღეს ხეობის საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.
„დღეს პანკისის ხეობაში ევრკავშირის ელჩთან ერთად ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დაინტერესდა და უკვე მნიშვნელოვნად დაგვეხმარა იმ პროექტის განხორციელებაში რომლის ფარგლებშიც 20 პანკისელი პედაგოგი და სკოლის დირექტორი ბრიუსელში იმყოფებოდა. მათ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ არა მხოლოდ მოისმინეს, არამედ საკუთარი თვალით ნახეს.
„ვისაუბრეთ ხეობის საჭიროებებზე, მთავრობის განვითარების პროგრამაზე, როგორც პრემიერმა პანკისელებთან შეხვედრაზე არაერთხელ ახსენა, პანკისის ჩიხური მდგომარეობიდან გამოყვანაზე, რაც ფართო პაკეტს გულისხმობს - ტურიზმის პოტენციალის წახალისებას, სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდისათვის ალტერნატივების გაჩენას, ახალგაზრდების მეტად ჩართულობასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას“, - გნაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.