შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ასირიელებს "ხაბ-ნისან"-ის დღესასწაულს ულოცავს.
„საქართველოში მცხოვრებ ყველა ასირიელ მოქალაქეს ვულოცავ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს. კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ თითოეული მათგანის ოჯახსა და მთელ საქართველოს.
„საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა და სწორედ ესაა ჩვენი ძალა და სიმდიდრე, რის შენარჩუნებისა და განვითარებისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ხაბ-ნისანი ასირიელთა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც 1 აპრილს აღნიშნავენ.