ქეთევან ციხელაშვილი Rotary Club-ის წარმომადგენლებს შეხვდა
5 აპრილი 2019
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი Rotary Club-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა იყო. ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთაც მათ განგრძობითი ოკუპაცია და ხელოვნური ბარიერები უქმნის.
სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მოსახლეობის საჭიროებებზე და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დახმარებასა და მათი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
სტუმრებმა მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს იმ პროექტებისადმი, რომლებიც აღნიშნულ სოფლებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენაა მიმართული. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.