შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს ჩარშამა სარსალეს დღესასწაულს ულოცავს.
„ჩარშამა სარსალე უძველესი დღესასწაულია, რომელსაც საქართველოში მცხოვრები იეზიდები ტრადიციულად გაზაფხულზე ზეიმობენ. იგი ახალი წლის დადგომას აღნიშნავს და განახლების, გაზაფხულის მოსვლის, ნაყოფიერების სიმბოლოა. ვულოცავ მათ ამ დღესასწაულს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთეს, მშვიდობას და კეთილდღეობას. სიხარული მოეტანოს მას თითოეული ოჯახისა და სრულიად საქართველოსათვის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.