შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს.
“მინდა თითოეულ ჩვენს მუსლიმ თანამემამულესა და მეგობარს მივულოცო წმინდა რამაზანის თვის დაწყება. ეს თვე ყოფილიყოს თქვენთვის და ჩვენი სამშობლოსათვის ყოველივე საუკეთესოს მომტანი. თითოეული თქვენგანის ოჯახს ვუსურვებ სიკეთეს, ბედნიერებასა და სიხარულს. საქართველო მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა და ეს მას ბევრად უფრო მდიდარსა და მრავალფეროვანს ხდის. სახელმწიფო ზრუნავს, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობის ღირსეულად განხორციელებისა და გამოხატვის საშუალება” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.